logo
ENG



"სერვერს პრობლემა შეექმნა" - გირჩის პარტიული 10-ეული ხვალ თავიდან უნდა შედგეს

30 ივლ 202019:29
3 წუთის საკითხავი
 
"სერვერს პრობლემა შეექმნა" - გირჩის პარტიული 10-ეული ხვალ თავიდან უნდა შედგეს

 

"გირჩის" ინფორმაციით, ვებგვერდზე არსებული ტექნიკური ხარვეზის გამო, პარტიული სიის პირველი 10-ეული ხვალ თავიდან გამოვლინდება.

პარტიის ინფორმაციით, დღეს მათი პროპორციული პარტიული სია მათსავე პორტალზე მხარდამჭერებს, GeD-ების მფლობელებს, უნდა გამოევლინათ. "გირჩის" განცხადებით, ამ დღის მიმართ გაზრდილი ინტერესის გამო, მომზადებული ჰქონდათ  საიტის სერვერები, თუმცა საიტზე შემოსულთა რიცხვმა და ტრანზაქციების რაოდენობამ მოლოდინს რამდენჯერმე გადააჭარბა და სერვერს პრობლემა შეექმნა. ამან გამოიწვია ის, რომ ტრანზაქციებისა და მხარდაჭერების რაღაც რაოდენობა არ აისახა დროულად საბოლოო რეიტინგსა და საბოლოო სიაზე.

"შედეგად, მივიღეთ რეალურისგან ოდნავ განსხვავებული სია. ჩვენ, ჩვენმა კონტრაქტორმა დეველოპერულმა კომპანიამ და თანამშრომლებმა ყველაფერი გავაკეთეთ პრობლემის დროულად აღმოსაფხვრელად და დათქმული დროიდან დაახლოებით 2 საათში სია გასწორებული იყო. თუმცა, იმისათვის, რომ არ დარჩეს კითხვის ნიშნები და ყველაფერი იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალედ, ჩავთვალეთ, რომ დღეისთვის დაგეგმილი პროცესი თავიდან უნდა გავიაროთ, რათა ყველა პოლიტიკოსს ქონდეს შანსი, რომ მისკენ მიმართული მხარდაჭერა რეალურად აისახოს ჩვენს პროპორციულ სიაში. ამისათვის გადავწყვიტეთ შემდეგი: დღეს, 30 ივლისს, საღამოს 19:00-ზე საიტზე ისევ ჩაირთვება ხმის მიცემის პროცესი და GeD-ების ყველა მფლობელს თავიდან შეეძლება გამოხატოს საკუთარი პრეფერენციები. ხოლო ხვალ, 31 ივლისს, 17:00-ზე ხმის მიცემის პროცესი ჩაიკეტება. ამის შემდეგ საიტს მიეცემა მინიმუმ 1 საათი (თავის დაზღვევის მიზნით) კალკულაციისთვის და საბოლოო სიის გამოვლენისთვის", - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, თავდაპირველი ვერსიით, "გირჩის" პარტიული სიის პირველი ნომერი ზურაბ ჯაფარიძე იყო. სიაში ასევე იყვნენ ჰერმან საბო, იაგო ხვიჩია, ვახტანგ მეგრელიშვილი, გია ჯაფარიძე, ალექსანდრე რაქვიაშვილი, ლევან ჯგერენაია, ალექსანდრე (სანდრო) თარხან მოურავი, ამირან ტორონჯაძე და გიორგი ლომინაძე.


close დახურვა